უძველეს დროში,გავლენიანი ადამიანები საკუტარი ძალისა და მნიშვნელობის სადემონსტრაციოდ დიდებულ ნაგებობებს ქმნიდნენ.მშენებელთა ოსტატობა გულგრილს არავის ტოვებდა, ხოლო ნაგებობა იმთავითვე ადგილობრივი მოსახლეობის სიამაყის საგანი ხდებოდა. შვიდივე ნაგებობა მოგზაურთა საყვარელ სანახაობად იქცა..
ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დააარსა. იგი იმთავითვე იქცა ხალხმრავალ ნავსადგურად, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ვაჭრები, ხელოსნები და მოგზაურები. გემების სეუფერხებელი მოძრაობისთვის გადაწყდა ხმელთაშუაზღვის ნაპირებთან შუქურას აგება. მის მშენებლობას თითქმის ოცი წელი დასჭირდა. შუქურამ დასრულებული სახე ძვ.წ. 280 წელს მიიღო, როდესაც ეგვიპტეს მართავდა პტოლემოს II. საინტერესოა, რომ ზუსტდ ამ დროს დასრულდა როდოსის კოლოსიც.
როდოსის კოლოსი
ძვ.წ. 304 წელს ქალაქი როდოსი საშინელ ალყას გარაურჩა. ეს ფაქტი სადღესასწაულოდ აღნიშვნას იმსახურებდა.,ვინაიდან ეს იყო მესამე ალყა,რომელიც კუნძულს 30 წლის განმავლობაში დაუმუქრა. ბედნიერმა ხალხმა კუნძულის მფარვეელი მზის ღმერთის-ჰელიოსისთვის უზარმაზარი ქალდაკების აგება გადაწყვიტა. ქანდაკების მშენებლობა დააფინანსეს იმ ფულით, რომელიც დემეტრიუს ჰოლიორკეტესის მიერ დედაქალაქის ხანგრლძივი ალყის მოხნის შემდეგ დარჩენილი სამხედრო შეიარაღების გაყიდვის შედეგად მიიღეს.
32 მეტრიან ბრინჯაოს ქანდაკების, როდოსის კოლოსის მშენებლობა ძვ.წ. 292 წელს დაიწყო და 12 წელი გრძელდებოდა
ძვ.წ. 280 წელს სკულპტორმა ქარეტმა დაასრულა ჰელიოსის ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება. მისი სიმაღლე 35 მეტრს აღწევდა. გადმოცემით ქანდაკება ქალაქის სესასვლელში იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. სკულპტურა თავდაპირველი სახით დიდხანს არ შემორჩენილა. აგებიდან სამოცი წლის შემდეგ კუნძულზე მოხდა დიდი მიწისძვრა და ქანდაკება მიწაზე დაეცა. როდოსელმა წინასწარმეტყველმა ხალხს მისი აღდგენის ნება არ მისცა და კუნძულელები დაარწმუნა, რომ რაც მოხდა, თვით ჰელიოსის ნება იყო, ამიტომ ქანდაკება იქ უნდა დაეტოვებინათ, სადაც დაეცა.
ჰალიკარნასის მავზოლეუმი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულებრივი სანახაობა იყო.ის ძვ.წ. მე4 საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეციერთა აზრით, მშენებლობა მასლოვეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა,
აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ. 350 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.
XIX ს-ის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.
არტემიდას ტაძარი ეფესოში
არტემიდეს ტაძრის მშენებლობა საოცარი მიღწევა იყო, თუ იმ დროს არსებულ პრიმიტიულ იარაღებსა და ტრანსპორტის საშუალებებს გავითვალისწინებთ.
ტაძრის ხედი უძველესი სამყაროს მწერლების შთაგონების წყარო იყო... ფილონ ბოზანტიელი აღფრთოვანებული წერდა: მე მინახავს უძველესი ბაბილონის დაკიდული ბაღების კედლები, ოლიმპიელი ზევსის ქანდაკება, როდოსის კოლოსი, დიდი პირამიდები და მავსოლეს აკლდამა. მაგრამ, როდესააც ღრუბლებით გარშემორტყმული ეფესოს ტაძარი ვიხილემ, სანახაობამ ყველა საოცრება დაჩრდილა"...
ბაბილონის დაკიდული ბაღები
ლეგენდა ბაბილონის დაკიდული ბაღების შესახებ დაახლოებით 2000 წელი არსებობს,მაგრამ,რაც არ უნდა საოცარი იყოს, მათი არსებობის დამადასტურებელი არცერთი საბუთი არ მოგვეპოვება. ქალაქ ბაბილონის უძველეს აღწერებში მოიხსენიება. ბაღების კვალს ვერ მიაგნეს არქეოლოგებმაც, რომელთაც ეს უძველესი ქალაქი მთლიანად გათხარეს.
გადმოცემის თანახმად, ბაღები მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ ააგო. ისტორიულ ჩანაწერებში მოწმობენ,რომ ნაბუქოდონოსორმა, რომელიც ძვ.წ. 605-562 წლებში მეფობდა, ბაბილონის იმპერია შექმნა და ქალაქ ბაბილონს შორსგაუთქვა სახელი. ლეგენდის თანახმად მეფე თავისი მეუღლის,დედოფალ ამიტასისთვის საჩუქრად დაკიდული ბაღების გაშენება გადაწყვიტა. ქალაქი ბაბილონი 539 წელს სპარსელთა შემოსევამ გაანადგურა და ბაღების შესახებ დღეს მხოლოდ გადმოცემით ვიგებთ. თუმცა მსგავსი ბაღების კვალს ბაბილონის მახლობლად მიაგნეს,რის შედეგადაც არქეოლოგებმა ნაწილ-ნაწილ შეძლეს დაკიდული ბაღების სურათის აღდგენა...
მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. კარიბჭის კოშკები მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის მოჭიქული შორენკეცით. მუქ ლურჯ ფონზე გამოსახული იყო თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონებისა თუ ოქროსფერფარფლიანი ლომების ფიგურები. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე.წ. დაკიდული ბაღები. ტერასებად აგურდაგებულ თაღებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან მოზიდული ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.
No comments:
Post a Comment